კვლევა: მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური ტერორიზმის საფრთხე 250%-ით არის გაზრდილი

მსოფლიოში ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი, უკვე მეხუთე წელია იკლებს: 2019 წელს მსოფლიოში ტერაქტებს 13 936 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

ტერორიზმის გლობალური ინდექსის შესახებ დასკვნას აქვეყნებს ავსტრალიის ეკონომიკისა და მსოფლიოს ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრი.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ტერორიზმის მთავარ მიზეზად შეიარაღებული კონფლიქტები რჩება. ამასთანავე, ავღანეთსა და ნიგერიაში ვითარება გაუმჯობესდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ რადიკალური დაჯგუფებები, როგორებიც არიან “ისლამური სახელმწიფო” და “აშ-შაბაში” ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ანალიტიკოსები ვითარების გაუმჯობესებას 103 ქვეყანაში ხედავენ.

GTI-ს თანახმად, 2019 წელს ყველაზე მომაკვდინებელ ტერორისტულ დაჯგუფებად რჩებოდა “თალიბანი”, თუმცა მათი მხრიდან თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 18%-ით არის შემცირებული.

ასევე, “ისლამური სახელმწიფოს” ძალა და გავლენებია შესუსტებული: დაჯგუფების დაარსებიდან პირველად, გასულ წელს მათი მსხვერპლის რაოდენობა ათასზე ნაკლები იყო.

მოხსენების ავტორები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა და ოკეანეთში მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური ტერორიზმის საფრთხე, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 250%-ით არის გაზრდილი. გასულ წელს მემარჯვენე ექსტრემისტული ტერორის მსხვერპლი 89 ადამიანი გახდა.

ექსპერტები ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვის კლებას კორონავირუსს უკავშირებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ პანდემიასთან დაკაშირებული გამოწვევები, განსაკუთრებით ეკონომიკური ვარდნა, შესაძლოა პოლიტიკური არასტაბილურობისა და ძალადობის ზრდის მიზეზი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები