გაერო-მ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა

“2020 წლის 25 ნოემბერს პროექტის – “საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად” – ფარგლებში, გაერო-მ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს COVID 19-ის მიერ გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ დამცავი აღჭურვილობა გადასცა”, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად.
“პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაერო-ს რამდენიმე სააგენტო: გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). პროგრამის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობს და ასევე, ეხმიანება გაერო-ს პრინციპს – „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“.
აღნიშნული დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები