მიკროსაფინანსოების მოგებამ 12.7 მილიონ ლარს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მიკროსაფინანსო სექტორის მოგება 2020 წლის 9 თვეში 12.7 მილიონ ლარს უტოლდება.

მისო-ების საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მეტი თანხა – 473 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. მეორე ადგილზე 260 მილიონით სამომხმარებლო სესხებია, 199 მილიონით კი, მესამე ადგილზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის გამოყოფილი სესხებია, რომელთაც უმეტესად მცირე მეწარმეები იღებენ.

2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივების მოცულობა 1.39 მილიარდი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის თანახმად, წლიურ ჭრილში მისოების საპროცენტო შემოვალები 40 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 205 მილიონ ლარს შეადგენს. არასაპროცენტო შემოსავლებმა კი 33 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16 მილიონით არის შემცირებული. გაუმჯობესებული საპროცენტო შემოსავლების შედეგად, მისო-ების საოპერაციო მაჩვენებლები. სწორედ ამიოს ხარჯზე წლიურ ჭრილში სექტორის მოგებაც გაზრდილია.
ცნობისთვის, 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით სექტორი ჯამურად 16.6-მილიონიან ზარალზე იყო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრიდან 16 კომპანია გავიდა. ამჟამად ბაზარზე 40 კომპანია საქმიანობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები