საქართველოდან 1 928 ტონა მანდარინია ექსპორტირებული
1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (883 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (899 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.
,,მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.