ჩოხატაურს 10 ინფრასტრუქტურული პროექტი დაუფინანსდა

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2014 წელს პირველ ეტაპზე 10 ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება. ამ მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტი 1,792, 715 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული პროექტები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა პრიორიტეტების მიხედვით თავად შეარჩია და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინა.
განხილვის შემდეგ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ და საქართველოს მთავრობამ პროექტები დაამტკიცა. 2014 წელს ჩოხატაურში განსახორციელებელი და დამტკიცებული პროექტები მოიცავს: დაბა ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს; ბენდელიანის და წერეთლის ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს; გურგენიძის, ლესელიძის, კოსტავას და ბახმაროს ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს; ნინოშვილის ქუჩის პირველ ჩიხში, მარის,კოსტავას და ბახმაროს ქუჩებზე გარე განათების ქსელის გაგრძელებას; დაბა ჩოხატაურში N1 საბავშვო ბაღისა და N1, N2 ბაგა-ბაღების რეაბილიტაციას; სოფ.სამებაში, სოფ. ერკეთში, სოფ, იანეულში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და, ასევე, სოფ. ამაღლებასა და ზოტში საბავშვო ბაღების მშენებლობას. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები