ირაკლი კობახიძე: აქტიურობდნენ და ამის დამსახურებაა ის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა

„ისინი აქტიურობდნენ და ამის დამსახურებაა ის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათ გამოცხადებული არჩევნებში არმონაწილეობის თაობაზე, ამ ფონზე მათ აიღეს 50 000 ხმა. ისინი აქტიურობდნენ და მუშაობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობის  შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თვალში პრობლემას უქმნის.

„როდესაც ზედიზედ მეორე არჩევნებში გაყალბების საბაბით ამბობს ოპოზიცია უარს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, ეს უქმნის უხერხულებას და პრობლემას საქართველოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში. იმედია, ამას ოპოზიცია სამომავლოდ გაითვალისწინებს და ამ უხერხულებას აღარ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები