“მიუხედავად პანდემიური კრიზისისა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მილიონი და წლის ბოლომდე ეს რიცხვი ავა მილიარდ ლარამდე”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 150 000 კომპანია დღგ-ს მომენტალურად, ავტომატურად დაიბრუნებს.
“ჩვენ ავტომატურ რეჟიმში, ისე, რომ არ არის არანაირი დასტური საჭირო, თითოეულ გადამხდელს, ვისაც აქვს დღგ, ზედმეტობა დაუბრუნდება მის ანგარიშზე.
გახსოვთ, რომ 614 მილიონი ლარი დავაბრუნეთ 2019 წელს. წელს, დღეის მონაცემებით, მიუხედავად ამ პანდემიური კრიზისისა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მილიონი და წლის ბოლომდე ავტომატური დაბრუნება, რომელიც 2 დღის წინ ჩავრთეთ, წლის ბოლომდე ეს რიცხვი ავა მილიარდ ლარამდე. მგონი, ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები და, საბოლოოდ, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს, ისინი უფრო თამამები იქნებიან თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებში,” – აცხადებს ივანე მაჭავარიანი.