ფაშინიანმა ერევანში შეკრებილ მომხრეებს მიმართა – “გპირდებით, ჩემს ხალხს არასდროს ვუღალატებ”

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები არიან შეკრებილნი. მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება, მათი უმრავლესობა სამხედრო ფორმაშია.

შეკრებილებთან ქვეყნის პრემიერი გავიდა და ხალხს მიმართა.

“ძვირფასებო, ორი რამ უნდა გითხრათ. პირველი, გპირდებით, რომ ჩემს ხალხს არასოდეს ვუღალატებ. მეორე, გთხოვთ – დაიშალოთ, რადგან ამ აქციის საჭიროება არ არის. როდესაც იქნება ასეთი აცილებლობა, დაგიძახებთ მოედანზე”, – თქვა მან და შეძახილების ფონზე – “ნიკოლ, ნიკოლ” მთავრობის შენობაში შევიდა.

აქციის მონაწილეებს ასევე ფაშინიანი აპარატის უფროსმა მიმართა. ედუარდ გაჯანიანმა ხალხს მადლობა უთხრა მხარდაჭერისთვის, თუმცა, განაცხადა, რომ ასეთი აქციების აუცილებლობა არ არის.

თავის მხრივ, ფაშინიანის მომხრეებმა აგაჯიანს მოთხოვნები წაუყენეს: “ომიდან ყველა რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით და ფაშინიანთან ერთი მოთხოვნა გვაქვს – არც იფიქროს გადადგომაზე. ის ჩვენი პრემიერია და მას დავიცავთ”.

მოედანზე ასევე გაისმა შეძახილი: “პლანეტაზე არ არსებობს ასეთი პრემიერი”, “ფაშინიანი ჩვენი ღმერთია”.

ამის პარალელურად, ერევანში, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, რომელზეც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები