სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერი: ფაშინიანმა 30 ათასს ჯარისკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნა

“არავინ უარყოფს, რომ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება, ვაღიარებ ამას და დასკვნაც დაიდება”, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლენა ნაზარიანმა სხდომაზე.

მისი თქმით, ზუსტად ამ პასუხისმგებლობამ აიძულა ქვეყნის პრემიერი, სამმხრივი შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი და ამით 25-30 სამხედროს სიცოცხლე შეენარჩუნებინა, აღნიშნული განცხადებით მან სტეპანაკერტიც გადაარჩინა.

“არ ვაღიარებ, რომ ეს ყველაფერი 2,5 წლის მმართველობის შედეგია. ეს უკანასკნელი 25 წლის პოლიტიკის შედეგია, ასევე, რეგიონული და გეოპოლიტიკური ტრანსფორმირების შედეგი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ვაღიარებ, რომ მოვლენებმა საზოგადოებრივი ემოციები გამოიწვიეს. გამოსავალი პოლიტიკური ცვლილებებიც რომ იყოს, მაინც ვფიქრობ, რომ გონიერმა ადამიანებმა იციან, რომ ამას დრო სჭირდება. არ შეიძლება, ახლა საარჩევნო კამპანიებით სოფლებში ჩახვიდე, სადაც სამხედროებს გლოვობენ”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები