დაავადებათა კონტროლის ცენტრი: გამყრელიძე თვითიზოლაციაშია, იმნაძე კი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივად აგრძელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია, “კვირას” უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გამყრელიძეს ამ დროისთვის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილეს, როგორც “კვირას” განუცხადეს, პაატა იმნაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივად აგრძელებს.

“გიდასტურებთ, ამირან გამყრელიძე გადასულია თვითიზოლაციაში, ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. სიმპტომები არ აღენიშნება.

რაც შეეხება პაატა იმნაძეს, ის ჩვეულებრივად დადის სამსახურში”, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები