,,ჭკვიანი გზავნილი” – ,,ლიბერთი” საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს

დღეიდან, ,,ლიბერთი ბანკი” საერთაშორისო ფულად გზავნილებზე კიდევ ერთ აქციას „ჭკვიანი გზავნილი” იწყებს. აქცია მიზნად ისახავს როგორც ფულადი გზავნილების მომხმარებლების წახალისებას, ასევე დისტანციური საბანკო სერვისების გამოყენების სტიმულირებას.

ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს ყველაზე მეტჯერ, საჩუქრად 20 000 ლარს მიიღებს.

მთავარი გამარჯვებულის გარდა, დასაჩუქრდება 200-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი: აქციის ფარგლებში თამაშდება 20 ნოუთბუქი და 200 ჭკვიანი საათი მათთვის, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილის სერვისით ისარგებლებს ლიბერთის ნებისმიერ არხში, მათ შორის – ინტერნეტ და მობაილ ბანკში.

აქციაში მონაწილეობა მარტივია და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთის სერვის ცენტრებში, ან დისტანციურ არხებში მიიღებს და/ან გააგზავნის გზავნილს, ავტომატურად ერთვება აქციაში.

დამატებით, ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის უნივერსალური ანგარიშით, საჩუქრად მიიღებს ბარათს და უფასოდ ისარგებლებს ანგარიშის მომსახურების უნივერსალური პაკეტით 6 თვის განმავლობაში.

ლიბერთის უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შესაძლებელია სახლიდან და კომფორტის ზონიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო 2020 წლის 15 ნოემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლიბერთი ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე: libertybank.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები