ბრიტანეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან – სკოლებში სწავლა და მატარებლების გადაადგილება გაუქმებულია

ბრიტანეთის ქალაქ ბრედფორდში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე საბურავების ნარჩენებს ცეცხლი გაუჩნდა.

BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია, მიმდებარე გზები კი გადაკეტილია.

როგორც ქვეყნის რკინიგზის ოპერატორმა განაცხადა, 8 ათასამდე გამოყენებული საბურავი, ასევე, სარკინიგზო მოწყობილობის აალების საფრთხეა.

გარდა ამისა, ქალაქის მეხანძრეების რეკომენდაციით, დაიხურა სკოლები.

როგორც დასავლეთ იორკშირის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ადგილზე 100-მდე მეხანძრე იმყოფება.

მოსახლეობას ფანჯრების დაკეტვას ურჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები