ამირან გამყრელიძე: ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება გაფართოვდება.

მისივე თქმით, ანტიგენზე დამყარებული ტესტები საშუალებას მისცემს მედპერსონალს, კორონავირუსისა და რესპირაციული ვირუსების დიფენერცირება მოახდინოს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ, ძირითადად, ანტიგენზე დამყარებული ტესტებზე ვაკეთებდით აქცენტს იქ, სადაც „პისიარის“ ხელმიუწვდომლობა იყო, ძირითადად, დაშორებულ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთსა და ასე შემდეგ. თანდათან, ალბათ, ხვალიდან ეს გაფართოვდება. თბილისში, დიდ ქალაქებში აქცენტი იყო სტაციონარზე, რადგან მოგეხსენებათ, რესპირაციული ვირუსების სეზონზე, როდესაც მიდის ადამიანი სტაციონარში დასაწოლად საჭიროა დიფერენცირება, არის თუ არა სხვა რესპირაციული ინფექცია თუ კოვიდინფექცია. მათ აქვთ საშუალება ანტიგენზე დამყარებული ტესტებით გააკეთონ დიფერენციაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები