“საინტერესო პოზიციაა, მოლაპარაკება ყველას ურჩევნია” – იაგო ხვიჩია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება
“აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით”, – გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებას „პრაიმტაიმთან” გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმაურება.
მისი თქმით, მოლაპარაკება ყველას ურჩევნია.
„საინტერესო პოზიციაა. ჩვენ პირველ პოზიციას ჰგავს, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ თავიდან გადაითვალოს ოქმები, განიხილოს საჩივრები, მეორე ტურს ჰქონდეს აზრი. საინტერესო ამ შემთხვევაში თავად მისი თანაპარტიელების აზრია. სხვა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თქვა დაახლოებით ისეთი რაღაცა, რომელიც ადრე მეც მითქვამს. ახლა ვაშაძე ამბობს, ოქმები უნდა გადაითვალოს და მერე შევიდეთ პარლამენტშიო. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სერიოზულად. რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. მე არასდროს არ ვითვლებოდი ადამიანად, ვისაც მოლაპარაკება არ უყვარს, პირიქით, მოლაპარაკება ყველას გვირჩევნია. პარლამენტში შესვლაზე იგივეს ვფიქრობ, რასაც პირველ დღეს ვფიქრობდით. „გირჩი” პარლამენტში შევა თავის პარტნიორებთან ერთად. „გირჩს” მარტო არაფერი საქმე არ აქვს პარლამენტში. ჩვენ პარლამენტის გარეშეც ვცხოვრობდით პოლიტიკურად. ჩვენ ახლაც იგივენაირად მოვიქცევით, როგორც თავიდან ვთქვით. მოლაპარაკება ყველას უნდა და საუბარი იმაზე, რაზე მოვილაპარაკებთ. კარგია ვაშაძემ, რომ მოსაზრება გამოთქვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი უნდა ლაპარაკობდეს, მათ შორის ხელისუფლებიდან, თუ ეს არ გვინდა, რაზეც ახალა ვართ. მიმართულებები უნდა იყოს ლაპარაკის დაწყება პოლიტიკოსების ერთმანეთთან. რა უბედურებაც ჩვენ გვჭირს, სწორედ ამის გამოა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.