გიორგი გახარია: გამარჯვებას ვულოცავ აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლადარჩეულ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, –  ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას”, – აცხადებს გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები