“პარტიები კი არა, ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოება გამოდის და ითხოვს თავის ხმებს” – მამუკა ხაზარაძე

“პარტიები კი არა, ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოება გამოდის და ითხოვს თავის ხმებს,” – ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარე  მამუკა ხაზარაძე საუბრობს.

ხაზარაძის თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა. ადამიანებს წაართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ხმის უფლება და მიითვისეს ის. დღეს ოპოზიცია ცდილობს, სამართლებრივად დაადასტუროს, რომ ეს იყო გაყალბება.

“პარტიები კი არ გამოდიან, ადამიანები გამოდიან ქუჩაში და ითხოვენ თავიანთი ხმის დაბრუნებას. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მტკიცე საზოგადოებრივი მოძრაობა. ისინი მიხვდნენ, რომ ქურდებთან უერთიერთობა, რომლებიც ხმას გვპარავენ, არ შეიძლება. ადამიანი რომელიც დღეს ხმას და ღირსებას იცავს ის არის გმირი. თუ სამოქალაქო მოძრაობა არ შეიქმნა, კაცი ქუდზე თუ არ გამოვედით და არ ვუთხარით ამათ, რომ არ მოვითმენთ უსამართლობას, იმ ხალხს რომლებიც ბოლო 8 წელია ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებენ, სანამ ქვეყანაში არ იქნება მტკიცე საზოგადოებრივი მოძრაობა რომელიც იტყვის, უარს მათ სისტემაზე, ისინი არ გაჩერდებიან.  ჩვენ ქურდებთან არ დავსხდებით პარლამენტში, სადაც მხოლოდ შესვლა-გამოსვლაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია ხვალინდელ დღეზე, იმ სიყალბეზე, რაც მათ გააკეთეს. ხვალინდელი დღე დღეს იწყება, მოწოდება იმაზე, რომ პანდემიაა და პარლამენტში შევიდეთ ხმის ქურდებთან ერთად, ასე არაფრი არ გამოვა. აქ ლაპარაკია ქვეყანაზე და ჩვენ  არ დავთმობთ. ვისაც ღირსება აქვს, ამას არავინ არ დათმობს. ,”-განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” თავმჯდომარე იმასაც აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში არსებული სისტემა არ შეიცვლება, საქართველოში ვერ განვითრადება ვერც ეკონომიკა და ვერც სოციალური მდგომარეობა.

“თუ ამ წრეზე უნდა ვიტრიალოთ, ამ სისტემაში ვიცხოვროთ, ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ. ინვესტორიც კი არ შემოვა, რომ ფული ჩადოს ამ ქვეყანაში. ქვეყანა ხელში შემოგვაფრცქვნეს და ჩაგვიდეს ჭაობში. ეს არ იკმარეს და მასიურად გააყალბეს არჩევნები. ეს არის ხელის გადაგრეხვა, რომ არ აღიარებენ შეცდომას. ივანიშვილს უნდა უფროსობა და მე ვეუბნები მას, რომ ის არ არის ამ ქვეყნის დირექტორი, მას ვერ გავატანთ საქართველოს. ის რაც მან აკეთა არის ჩვენი მომავლის გაჩერება, რასაც დავასრულებთ და საქართველოს დავძრავთ,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები