ნიკოლოზ მეტრეველი ფარულ ჩანაწრებზე: შეწყვიტეთ ჩვენი მოქალაქეების მოთმინების გამოცდა
მოვისმინეთ სააკაშვილის ბიძის, სანიკიძის და „დახვეწილი“ ექს-დიპლომატი ქ-ნ სამადაშვილის საუბრები. ახალი ქართულ საზოგადოებას არაფერი მოუსმენია ამ ორი არარაობის, ( ყველაფერს საკუთარ სახელს თუ დავარქმევთ ) ფულის ღორ ალასანია-სანიკიძისგან. ესენი ისევ „ეროვნული ხსნის მთავრობის“ შექმნას აპირებენ მარკირებული დეზერტირის მეთაურობით უკვე 8 ნოემბერს, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მეტრეველი ყველას მოუწოდებს შეწყვიტონ მოქალაქეების მოთმინების გამოცდა.
“თემურ ალასანიამ, სანიკიძემ და ზოგადად ნაციონალების ბელადებმა ქართველებისთვის ნაძარცვი ფულის და საკუთრების მოხმარება იციან ფაქტია, მაგრამ ისიც უნდა ვასწავლოთ, შეიძლება ძალიან დაგვიანებით, რომ ძველ და ახალ დანაშაულებზე პასუხს ბოლოს და ბოლოს ძალიან მკაცრად მაინც აგებენ.
რაც შეეხება ექს-დიპლომატ ქ-ნ სამადაშვილს, მან მაინც მოახერხა „სიახლის“ შეთავაზება, შეგვახსენა რა კატეგორიის დიპლომატიური ენით მეტყველ მოღვაწეებს ებარა საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ვინ ახდენდა საქართველოს ფსევდოინტეგრაციას ცივილიზებულ სამყაროსთან.
არასოდეს მჯეროდა, რომ უმძიმეს დანაშაულებებში მხილებული ადამიანების დაუსჯელობა ჰუმანიზმია. სწორედ ასეთი ე.წ. ჰუმანურობის შედეგია ნაციონალური მოძრაობის განაყოფების და მათ ფეხის ხმას აყოლილი პარტიების მიერ ქაოსის და დესტაბილიზაციის პერმანენტული ატმოსფეროს დანერგვა საქართველოში.
ყველას მინდა მივმართო ხელისუფლებასაც და დესტრუქციულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებსაც – შეწყვიტეთ ჩვენი მოქალაქეების მოთმინების გამოცდა!
წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მისიას ქართული საზოგადოება აიღებს საკუთარ თავზე”, – წერს მეტრეველი.