საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია: დროა ოპოზიციამ რეალობას თვალი გაუსწოროს და აღიაროს საკუთარი უსუსურობა
„საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ საზოგადოება ნათლად ხედავს შავს და თეთრს, საზოგადოებას არ სურს წარსულში დაბრუნება, არამედ მას განვითარება და წინსვლა სურს, რისი გარანტიც სწორედ მმართველი გუნდი გახლავთ და არა „ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ქართველმა ხალხმა არა კიდევ ერთხელ უთხრა”, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის წევრები აცხადებენ.
საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პანდემიასთან გასამკლავებლად, ხოლო ოპოზიცია, პირიქით, კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.
„არჩევნებმა რომ კონკურენტულ თავისუფალ გარემოში ჩაიარა, ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა და უცხოელი ექსპერტების შეფასება ადასტურებს, მაგრამ ოპოზიციას არ სურს დაინახოს სიმართლე, სიმართლე რომელიც ზედაპირზე დევს და მის დანახვას დიდი სიბრძნე არ სჭირდება.
ცესკომ შემაჯამებელი ოქმების გარკვეული ნაწილი თავიდან დათვალა. გადათვლამ დაადასტურა ის მონაცემები, რაც არსებობდა და კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციას, რომ მათ რეიტინგი არ აქვთ, დღეს კი სწორედ ეს ურეიტინგო ადამიანები მართავენ აქციებს და სიტუაციის ესკალაციას ცდილობენ. დროა ოპოზიციამ რეალობას თვალი გაუსწოროს და აღიაროს საკუთარი უსუსურობა, მიიღონ მოცემულობა, გაითავისოს, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია კოვიდ 19-ის პანდემია, რომელიც მსოფლიოს ახალი ძალებით უტევს, სამწუხაროდ ყოველი ახალი დღე ახალი ანტირეკორდით აღინიშნება, როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოში, მრავალმა ქვეყანამ შემოიღო კომენდატის საათი, წესდება ახალი შეზღუდვები, ამ დროს კი რა ხდება საქართველოში, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პანდემიას ღირსეულად გაუმკლავდეს, ოპოზიცია კი, რომელსაც მოსახლეობის მცირე ნაწილი უჭერს მხარს, საკუთარი პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მათთვის ხალხის ბედი და სიცოცხლე მეორე ხარისხოვანია. მოსახლეობის გაფრთხილების ნაცვლად, პირიქით, პანდემიის გავრცელებას უწყობენ ხელს”, – აღნიშნავენ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში.