ამირან გამყრელიძე: საქართველოში ეპიდვითარება რთულდება – ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან უმრავლესობა სიმპტომებიანია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან უმრავლესობა სიმპტომებიანი ადამიანები არიან.

მისივე თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან რთულდება.

„საქართველოში ეპიდვითარება რთულდება, დღეს დილისთვის ათთვიანი ისტორიის მანძილზე ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი გვაქვს, 2 775. ახალი შემთხვევებიდან 74 პროცენტი, ანუ 2056 სიმპტოებიანი პაციენტები არიან. დროულად ხდება გამოვლენა სიმპტომებიანი ადამიანების, ასევე, მათი იზოლირება, ხოლო ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, ასევე, დროულად ხდება გადაყვანა კოვიდსასტუმროებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები