გერმანიაში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, 21 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა
გერმანიაში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემით, ბოლო 24 საათში 21 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ ეს მაჩვენებელი 19 990 ინფიცირებულს შეადგენდა.
ინსტიტუტის სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 519 089 დაინფიცირდა.
ბოლო ერთ დღეში დაავადებას 166 პაციენტი შეეწირა, სულ 11 096 ლეტალური შემთხვევაა.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოსახლეობას მოუწოდა, მკაცრ კარანტინს პასუხისმგებლობით მოეკიდონ, რომელიც ერთი თვის დაწესდა, რათა მისი მოხსნა შობის დღესასწაულისთვის იყოს შესაძლებელი.
2 ნოემბერს ქვეყანაში ოთხკვირიანი ნაწილობრივი “ლოქდაუნი” გამოცხადდა.