რამდენიმე ქალაქში დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით რამდენიმე ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

„სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა. ასევე, დისტანციურ რეჟიმზე გადავა სასწავლო პროცესი თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ერთი მიმართულება იყო საარჩევნო უბნები, რომლებიც განთავსებულია სკოლებში და მეორე, დიდ ქალაქებში მობილობის პრევენცია. შესაბამისად, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა იმ ქალაქში, რაც ჩამოვთვალე, მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები