როგორია ინფლაციის დონე საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ თურქეთში, რომელიც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, 11.7 % შეადგინა. მაღალი, 6.1 %-ია ინფლაცია ბელორუსში. რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელი 3.7 %-ს არ აღემატება. აზერბაიჯანში ინფლაცია 2.6 %-ია, უკრაინაში – 2.3 %, აშშ-ში – 1.4 %, სომხეთში – 1.4 % , ხოლო ევროზონაში – -0.3 %.
რაც შეეხება საქართველოს – სექტემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს დაუახლოვდა და 3.8 % შეადგინა.