ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და საფინანსო სექტორის ჯანსაღი მაჩვენებლები. ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე საფინანსო სისტემის მდგრადობას.

საუბარი შეეხო გლობალურ გამოწვევებს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რომლის ხანგრძლივობას გავლენა ექნება არსებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე.

თავის მხრივ, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს წარმატებით ინარჩუნებს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ძლიერ ბუფერებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები