ანრი ოხანაშვილი: კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობა” ანადგურებს და ტყვეობაში ჰყავს ოპოზიცია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ მიტაცებული ოპოზიცია „ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების მიტაცებაზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობა” ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანადგურებდა ოპოზიციას, ახლა კი ოპოზიციაში ყოფნის დროს ანადგურებს და ტყვეობაში ჰყავს ოპოზიცია.

„პარადოქსი #1: მიშას მიერ მიტაცებულები ,,ოცნების,, მიერ ხელისუფლების მიტაცებაზე საუბრობენ!

პარადოქსი #2 და ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ კრიმინალური ,,ნაცმოძრაობა,, ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანადგურებდა ოპოზიციას, ახლა კი ოპოზიციაში ყოფნის დროს ანადგურებს და ტყვეობაში ჰყავს ოპოზიცია!”, – აღნიშნავს ოხანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები