ავღანეთის დედაქალაქში ერთ-ერთ უნივერსიტეტზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე დაშავდა.
ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ადგილზე აფეთქების ხმაც ისმოდა, უნივერსიტეტის შენობაში რამდენიმე პირი შეიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ავღანეთისა და ირანის ორგანიზებით მოწყობილი წიგნის გამოფენის გახსნაზე მოხდა, რა დროსაც სამმა შეიარაღებულმა პირმა აფეთქება განახორციელა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.
ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული და, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად, თავდამსხმელების ლიკვიდირება მოხერხდა.
ტელეკომპანია 1TV-ს ინფორმაციით, მომხდართან კავშირს “თალიბანში” უარყოფენ.