ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აიკრძალება.
მთავრობის ინფორმაციით, ახალი რეგულაციები მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა დაცვას მავნე კონტენტისგან, კიბერბულინგისგან და სოციალური მედიის გადაჭარბებული მოხმარებისგან.
შეზღუდვები შეეხება ისეთ პოპულარულ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Instagram, TikTok, Snapchat და X.
კირ სტარმერის განცხადებით, ბავშვების უსაფრთხოება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ხელისუფლება ტექნოლოგიურ კომპანიებს ასაკის გადამოწმების უფრო მკაცრი მექანიზმების დანერგვას მოსთხოვს.
ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ახალი ზომები ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას და მათზე სოციალური ქსელების უარყოფითი გავლენის შემცირებას.
რეგულაციები ძალაში 2027 წლის გაზაფხულზე შევა.