მშენებლობის მასშტაბებით დედაქალაქი ლიდერობს
მშენებლობებზე გაცემული ნებართვების 76,7 პროცენტი ქვეყნის 4 რეგიონზე ნაწილდება. გაცემული ლიცენზიების მიხედვით, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და 6,7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში დამთავრებული მშენებლობების 27,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე მოდის.
საქართველოში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 6975 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10,6 პროცენტით ნაკლები) 3925,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 30,2 პროცენტით ნაკლები).