“ადამიანის უფლებათა ცენტრი” – დარეგისტრირებულია 15 საჩივარი და 40-მდე შენიშვნა
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 15 საჩივარი და 40-მდე შენიშვნა.
ცენტრის ცნობით, დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით.
ასევე, შემაშფოთებლად შეაფასეს უბნის ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა იმ ფონზე, რომ 25 მ რადიუსით აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა.
ბოლნისი #14 ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება, რამაც გამოიწვია არეულობა;
წყალტუბო #22 ყუთის ზედამხედველმა ერთ ამომრჩეველზე გასცა 2კონვერტი და ამომრჩეველმა ცალ-ცალკე ჩადო მაჟორიტარული და პროპორციული სიის ბიულეტენები;
ქუთაისი #23 ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებდა ნაკადს;
გარდაბანი ქესალოს #64
ბათუმი #28 პარტიულო დამკვირვებელი ინიშნავდა ამომრჩევლების სახელებს და გვარებს;
ბოლნისი #14 დილიდან უბანზე იყო ქაოსი;
მარნეული #13 ამომრჩევლთა რაოდენობა ისე მიუთითა რომ არ ჰქონდა უბნის თავმჯდომარეს დათვლილი ხელმოწერები;
სანიტარულ ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევა, პანკისის მე-18 და მე-5 უბანზე;
ზეწოლა humanright.ge-ს ჟურნალისტზე ბოლნისის 51-ე უბანზე;
ბათუმი #28 რეგისტრატორმა მარკირება გაუკეთა იქამდე, ვიდრე სიაში მოძებნიდა;
პანკისის ხეობა #24 უბანზე დაფიქსირდა სიტყვიერი დაპირისპირება;
ბოლნისი სოფ. სავანეთი #51 15წუთის დაგვიანებით დაიწყო;
გორი #62 სოფ. ტირძნისი ხმის მიცემის უფლება ირღვეოდა;
ადიგენი #17 უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” 3 წარმომადგენელი ნახევარი საათის განმავლობაში;
ბოლნისი #14 კაბინაში ფოტოს გადაღება დაფიქსირდა;
პანკისის ხეობა #10 მე-3 რეგისტრატორმა დატოვა სამუშაო მაგიდა და გადააბარა საციით მარგოშვილს.