BBC – არჩევნები საქართველოში – ხელისუფლების ცვლილება, თუ „ქართული ოცნების“ მესამე ვადა

არჩევნები საქართველოში – ხელისუფლების ცვლილება თუ „ქართული ოცნების“ მესამე ვადა, – ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC სტატიას, სადაც საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება.

„31 ოქტომბერს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამჯერად, ახალი სისტემის მიხედვით, რომელიც მრავალპარტიული პარლამენტისა და ოპოზიციური კოალიციის შექმნის შანსებს ზრდის.

აღნიშნული გარემოება, მიმდინარე არჩევნებს, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოს ხდის. ალბათ ეს არჩევნები ყველაზე არაპროგნოზირებადი იქნება საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში.
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი არჩევანი საარჩევნო უბანთან დააფიქსირა და თქვა, რომ ხმა ევროპულ, დემოკრატიულად განვითარებად სახელმწიფოს მისცა და არჩევანი ყველა ოჯახის სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე გააკეთა.

საქართველოში სამი ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, გარდა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიისა,“ – ნათქვამია სტატიაში.

პროპორციული სისტემის თანახმად, ქართველი ამომრჩეველი აირჩევს 120 დეპუტატს, 77-ის ნაცვლად, საიდანაც 30 უმრავლესობის წევრი იქნება, 73-ის ნაცვლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები