მედია: საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

საბერძნეთში დღეს მომხდარ 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრას სკოლის ორი მოსწავლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოზარდები კედლის ნანგრევებში მოყვნენ.

აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამოსის კუნძულზე მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა.

დღეს ასევე ძლიერი მიწისძვრა თურქეთში, იზმირის პროვინციაში მოხდა, რასაც, სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 202 დაშავდა. ამ დრომდე გრძელდება ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები