იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია(ფოტო,ვიდეო)

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 202-მდე მოქალაქე.

ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტო ავრცელებს.

გარდა ამისა, მიწისქვეშა ბიძგები ცუნამის წარმოქმნის მიზეზი გახდა.

TRT Haber-მა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს რომ სეფირიჰარის ქუჩები წყლით დაიფარა.

ამასთან, რეგიონის ქვეყნებმა თურქეთს სტიქიური უბედურების ლიკვიდაცაში დახმარება შესთავაზეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა არმიას დახმარების აღმოჩენისთვის მზადყოფნის რეჟიმში ყოფნა დაავალა.

ასევე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგას სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ თეირანი მზად არის ანკარას ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები