ირაკლი შიხიაშვილი: ნიკა გვარამია რუსეთის აგენტია, მას ვთავაზობთ, სიცრუის დეტექტორზე ტესტი გავიაროთ
პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის” გენერალური მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი – ნიკა გვარამია რუსეთის აგენტია. ამის შესახებ შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა. მან დოკუმენტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ გვარამია აგენტია.
შიხიაშვილი გვარამიას სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას სთავაზობს.
„ტელეკომპანია „მთავარი“ დაემსგავსა ცილისმწამებლურ სამჭედლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების პარტიული ინტერესებისთვის. მე დასავლეთიდან მომაწოდეს დოკუმენტის ქსეროასლი. ამ დოკუმენტიდან გამომდინარეობს ის, რომ ნიკა გავრამია აგენტად ჰყავთ გადაბირებული და ის მოიხსენიება აგენტის ფსევდონომით – „მედეა“. ჩვენ, „ქართული მარში“ მივალთ „მთავარის“ ტელევიზიასთან, მოვთხოვთ – ამ დოკუმენტზე გაგვცეს პასუხი გვარამიამ. მეორე – დაგვისაბუთოს, რატომ ვართ მე და სანდრო ბრეგაძე გრუ-ს აგენტები. ჩვენ თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს. ერთ რამეს შევთავაზებთ მას: გვარამია, მე, სანდრო ბრეგაძე, გიგა ბორკერიამ ნებისმიერი პოლიტიკოსი სიცრუის დეტექტორზე მოვიწვიოთ და გავიაროთ ყველამ ტესტი, ყველაფერს გაეცეს პასუხი იმაზე, თუ ვინ ვინ არის. თუ ამ გამბედაობას გამოიჩნეს გვარამია, მე ამას მივესალმები. მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, თავად ვერ დაჯდება სიცრუის დეტექტორზე. ამასთა, მოვითხოვ მასთან პირდაპირ ეთერს, რადგან საზოგადოებამ მისი ნამდვილი სახე დაინახოს. მე მას ნიღაბს ჩამოვხსნი“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
განცხადება „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ბრეგაძემაც გააკეთა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლიბერალური ლობის მიერ ეროვნული იდოლოგიის პოლიტიკური პარტიებისთვის ხმების მასობრივი გაყალბება იგეგმება. ყველა ობიექტური სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, „ქართული მარში“ იღებს მინიმუმ 70 000 ხმას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ხმების მოპარვა, დავიწყებთ მრავალრიცხოვან რადიკალურ საპროტესტო აქიცებს“, – განაცხადა ბრეგაძემ.