„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” საპარლამენტო არჩევნებს ადგილობრივ და საერთაშორისო მისიებთან ერთად დააკვირდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” CDD (სიდიდი), ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების პარტნიორობით, პირველი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება. მონიტორების ჯგუფი დაკომპლექტებულია CDD-ისა და გერმანული ორგანიზაციის „დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტის” IDEM-ის (იდემი) დამკვირვებლებით. პანდემიის გამოწვევის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ქვეყნის მასშტაბით ათ რეგიონში 100-კაციანი მობილური ჯგუფის მეშვეობით დააკვირდება არჩევნების პროცესს.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ასევე, კენჭისყრის დღეს მონიტორინგის გაუწევს უცხოეთში ემიგრანტებისთვის მოწყობილ უბნებს. არჩევნების დასრულების შემდგომ, სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც მოიცავს სრულ საარჩევნო ციკლს – წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდს.
დღესვე ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მისიის ქცევის კოდექს მოიცავს.
„მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ საქართველოს არჩევნებს ქართველებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ნიშნად. ეს ქართული პოლიტიკური პროცესებისა და ახალი კონსტიტუციისთვისაც მნიშვნელოვანი არჩევნებია. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია გარკვეული პრინციპების დემონსტრირება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგალითად, რომ ვართ პროფესიონალები, მიუკერძოებლები, არ ვერევით პროცესში, ვითვალისწინებთ კანონის უზენაესობასა და ეროვნული კანონმდებლობას ისევე, როგორც  – საერთაშორისო პრინციპებს. ჩემი პიროვნული მოტივაცია არის, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ქართველი ხალხის გვერდით ვიყო”, – განუცხადა ჟურნალისტებს IDEM-ის საერთაშორისო დამკვირვებელმა, სინტია შმიტე-ტილიკამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები