ქვემო სამგორში, გუმათჰესის ქუჩაზე სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქვემო სამგორში, გუმათჰესის ქუჩაზე ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი – კახა სამხარაძე გაეცნო.
გუმათჰესის ქ. N10-ის მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 15 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერში საფეხმავლო ბილიკები და მოედნები მოეწყობა და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება; ასევე, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, რეაბილიტირდება სკვერის გარშემო დამცავი ღობე.
ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დაირგვება ხეები და ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება; ასევე, მოეწყობა სარწყავი სისტემა.
პროექტის ღირებულება 550 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ლაგო“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები