“გახარიას პოლიტიკური ჯგუფი ზუსტად იმ ამოცანას ასრულებს, რასაც – ბოიკოტში თუ საბოტაჟის რეჟიმში მყოფი ექსტრემისტთა გაერთიანება” – ვოლსკი
“გახარიას პოლიტიკური ჯგუფი ზუსტად იმ ამოცანას ასრულებს, რასაც – ბოიკოტში თუ საბოტაჟის რეჟიმში მყოფი ექსტრემისტთა გაერთიანება”, – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„რვა ადამიანს რაღაც საკითხები მოუგვარებელი ჰქონდა, მოაგვარეს და შესაბამისს კომიტეტს აცნობეს. გახარიას პოლიტიკური ჯგუფი ზუსტად იმ ამოცანას ასრულებს, რასაც ბოიკოტში თუ საბოტაჟის რეჟიმში მყოფი ექსტრემისტთა გაერთიანება, ზუსტად ერთი და იგივე არიან. პარლამენტში შემოსვლა უფრო ეფექტური იქნება თუ საბოტაჟი, რას გადაწყვეტენ, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, ყველა მისი საქციელი ზუსტად ემთხვევა იმ მთავარ მიზანს, რაც ექსტრემისტულ ჯგუფებს აქვთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.