აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, – ინფორმაციას, აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა მოაწერეს.
მხარეებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასევე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო პროცესების ხელშეწყობაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე, სამინისტროში არსებულ და დაგეგმილ პროგრამებში მათ ჩართულობაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.