“ხელფასები არ გაიცემა უმუშევრობაში, მხოლოდ საქმის გაკეთებაში იღებს ადამიანი ხელფასს, მაგრამ „ნაცმა გახარიელებმა“ რა საქმე უნდა გააკეთონ” – გორდულაძე
“ნაც გახარიელებს“ ჰგონიათ, რომ საქართველოს პარლამენტს მომართავენ, შემდეგ არ ივლიან, არ შეასრულებენ მათ კონსტიტუციურ ვალდებულებას და თავიანთ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოატყუებენ. მათი მიზანია, რომ უბრალოდ ხელფასი აიღონ”, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ნურას უკაცრავად, ხელფასები არ გაიცემა უმუშევრობაში, მხოლოდ საქმის გაკეთებაში იღებს ადამიანი ხელფასს, მაგრამ „ნაცმა გახარიელებმა“ რა საქმე უნდა გააკეთონ. საქართველოს პარლამენტს ახლა ჰყავს 12 დადასტურებული მოღალატე, რომელიც იღებს და ცდილობს, რომ შეასრულოს დავალებები გარედან“, – აღნიშნა გორდულაძემ.