სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი” კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას, შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 300 ფლაკონი სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულებისთვის განკუთვნილი საინიექციო პრეპარატი გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 000 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები