გურამ მაჭარაშვილი ბურჭულაძის განცხადებაზე: რევოლუციური სცენარი არ გამოუვათ
„ვერავის ვერასდროს ვერ გამოუვა და არც გამოსვლია ასეთ რადიკალურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან ურთიერთობა,”- ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, პაატა ბურჭულაძის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვერავის ვერასდროს ვერ გამოუვა, არც გამოსვლია და ვერც გამოუვა ასეთ რადიკალურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან ურთიერთობა. მით უმეტეს მათთან ერთად რაიმე რევოლუციური სცენარი იქნება თუ ნებისმიერი ათასი უბედურება, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა არ გამოუვათ. და პირველი, რის გამოც ეს არ გამოუვათ არც ერთი კოალიციის და არც ერთი მხარდაჭერის შემთხვევაში ეს არის ქართველი ხალხი,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე უკვე მესამე ადამიანია, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირი აქვთ ოპოზიციასთან. ბურჭულაძე ასახელებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები ძველ ქმედებებს ინანიებენ. მანამდე ასეთივე განცხადება გააკეთეს სოფო ჯაფარიძემ და ლევან ხაბეიშვილმა.