ირაკლი ქადაგიშვილი: როცა პოლიტიკურად გაბანკროტებული ხარ, ზედაპირზე ტივტივისთვის ერთადერთია, რომ პროვოკაცია მოაწყო, შემდეგ ვინმემ ხელი მოგიქნიოს და იწუწუნო

“როცა ადამიანთა ჯგუფი სახლში გივარდება, გაგინებს, გწყევლის და ყველა მეთოდს მიმართავს, რომელიც შეიძლება ადამიანის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდეს და თან პოლიციის კორდონს და ჯებირს ანგრევენ, რატომ უკვირთ, რომ იქითაც ადამიანები არიან და მათაც მოთმინების ფიალა ევსებათ”, – ამის შესახებ, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა პოლიტიკურად აბსოლუტურად გაბანკროტებული ხარ, ზედაპირზე ტივტივისთვის ერთადერთია, რომ პროვოკაცია მოაწყო.

„შემდეგ ვინმემ ამაზე ხელი მოგიქნიოს და იწუწუნო და იტირო. საგზლად კი, ხიდაშელს და ზურაბიშვილს ამერიკაში გაატანო, რომ თურმე, აქ, რას გვიშვრებიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები