მარიკა სამანიშვილი: ზაზა ლომინაძეს და იოსებ ხახალეიშვილს ბევრი აქვთ ქუთაისისთვის გაკეთებული და კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს და ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს ბევრი რამ აქვთ გაკეთებული ქალაქისთვის და კიდევ უფრო მეტს გააკეთებე, – ამის შესახებ ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის “არა ნაცებს” ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი.

“ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენი ქალაქი მარტო წარსული სიამაყით ვერ ვიცხოვრებთ, ჩვენ გვჭირდება მომავალი, გაბწყინებული, განათებული და სიკეთით სავსე და მჯერა, რომ ეს ასე იქნება. მე მინდა, ჩვენს კანდიდატებს – მაჟორიტარობის კანდიდატს ბატონ ზაზა ლომინაძეს და მერობის კანდიდატს ბატონ იოსებ ხახალეიშვილს გამარჯვება და წარმატება ვუსურვო, მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული ქალაქისთვის და კიდევ უფრო მეტს გააკეთებნ ღირსეულად თითოეული მოქალაქისათვის. მინდა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ნამდვილად მეორე საქართველოში”, – განაცხადა მარიკა სამანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები