ბადრი ესებუას მამის თქმით, გავრცელებული კადრები, თითქოს, ესებუა ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაზე გადაადგილდება, ძველია

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ დღეს მედიით გავრცელებული კადრები, თითქოს, ბადრი ესებუა ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაზე გადაადგილდება, ძველია.

ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს თვალსაჩინოებისთვის ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი წარმოუდგინა, რომელიც მის შვილს, ბადრი ესებუას კადრებში აცვია.

„ნახეთ ეს ბოტასი. შეადარეთ, მოდით ეს მაისური ხომ არის, ეს ჟილეტი ხომ არის? თუ 2 დღის წინ ეს ტანსაცმელი ეცვა, მაშინ ეს ტანსაცმელი აქ არის, არაფერი ვიცი. ორი დღის წინ ეცვა ეს და ამას იღებთ, ტყუილი ხომ არის“, – განაცხადა ტარიელ ესებუამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები