ხათუნა ნოზაძე: ამ წამს მთავარ არხზე გავიდა მორიგი დეზინფორმაცია,რომ დავით ხვიბლიანი 21 რიცხვში არ იღებდა ხელფას, – აგერ ჩემი ამონაწერი და მესიჯი საქართველოს ბანკიდან

ამ წამს მთავარ არხზე გავიდა მორიგი დეზინფორმაცია,რომ დავით ხვიბლიანი 21 რიცხვში არ იღებდა ხელფას, რადგან თავდაცვის სამინისტროში ხელფასი ირიცხება 23 რიცხვში და რომ ის იქ როგორც ბადრი ესებუას თანამზრახველი ისე იმყოფებოდა.  მორიგი მწარე ტყუილი და მორიგი დეზინფორმაცია ჯარზე, აგერ ჩემი ამონაწერი და მესიჯი საქართველოს ბანკიდან,ხელფასი ჯარში ირიცხება ყოველი თვის 21 რიცხვში, – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ნოზაძე.

მისი აზრით,  ჯარში ღირსეული ჯარისკაცები მსახურობენ.

“სირცხვილი თქვენ მთავარი არხი, სირცხვილი, 31 ოქტომბერს გეტყვით საკადრო პასუხს ამ ყველაფერზე,საზღვარი აქვს თქვენს ტყუილებს და პროვოკაციებს.

მე მჯერა , რომ ჯარში მსახურობენ ღირსეული ჯარისკაცები და ისინი არავის აპატიებენ ღირსების შელახვას, მე ამის მჯერა”, – წერს  ხათუნა ნოზაძე და ინფორმაციას საქართველოს ბანკის შეტყობინებას ურთავს, ჩარიცხულ ხელფასთან დაკვშირებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები