პაატა იმნაძე: ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით, რომ ვირუსი ძალას კარგავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი ძალას კარგავს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება სიფრთხილე და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვაა.
„ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით, რომ ვირუსი ძალას კარგავს. იმისათვის, რომ ამისი მეცნიერული მტკიცებულებები დაგროვდეს, უნდა მოხდეს გარკვეული მუტაციები. გარკვეული დროის ფარგლებში ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჩვეულებრივ, ასეთი მცირე დროის მანძილზე ეს არ ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ამის იმედი ყველას გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილად ვიყოთ, ვირუსის ძალის დაკარგვის იმედზე ნუ ვიქნებით. ვიყოთ ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის იმედზე ხელების დაბანასთან ერთად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.