გიორგი გახარია: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეოთხედი პოლიტიკურ პარტიებთან არის დაკავშირებული.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ODIHR-ის დამკვირვებლების პირველად დასკვნაში ეს აქცენტები უკვე გაკეთებულია.

„ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. რაც მთავარია, რაც იყო ნათქვამი, მე როგორც მივხვდი და რაც მოვასწარი, მენახა, ODIHR-ის დამკვირვებლების პირველად დასკვნაში ეს აქცენტები უკვე გაკეთებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები