ვაშლიჯვარში, თოფურიძის N22-ში წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა N22-ში წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, წყალარინების ქსელი ვაშლიჯვრის დასახლება კორპუსი N11-ში იცვლება.

პროექტის ფარგლებში, დაზიანებული მილები და ჭები შეიცვლება. თოფურიძის ქუჩა N22-ში 116 გრძივ მეტრზე წყლისა და 134 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი განახლდება. კორპუსი N11-ში კი სამუშაობი 38 გრძივ მეტრზე განხორციელდაბა.

პროექტები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 100%-იანი დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები