„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანისხევის კალაპოტის მასშტაბური გაწმენდის სამუშაოები განახორციელა

„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანისხევის კალაპოტის მასშტაბური გაწმენდის სამუშაოები განახორციელა. ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.

“შედეგად, კალაპოტი სრულად გაიწმინდა დაგროვილი ნატანი ქვა-ღორღისა და ხე-მცენარეებისგან, რამაც წყლის თავისუფალი დინება უზრუნველყო.

პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამუშაოებში ჩართული იყო 14 ერთეული სპეცტექნიკა.

მდინარის კალაპოტიდან მოპოვებული ინერტული მასალა სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე განთავსდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები