ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ხაბუმეში 60 მოსწავლეზე გათვლილი N3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ სწავლა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ავარიული შენობის დემონტაჟი.

მშენებლობის პერიოდში სასწავლო პროცესი დროებით ალტერნატიულ შენობაში მიმდინარეობს.

2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო, მინიმოედანი და ავტოსადგომი, ასევე, შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარია.

მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

სოფელ ხაბუმეში ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები