“ქართული ოცნების” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდა

„ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ვასილ ჩიგოგიძე სპორტსმენებს, ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის” ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კანდიდატმა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტსმენების მოტივირება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენმა გუნდმა ამ მიმართულებით არაერთი პრიორიტეტული პროექტი განახორციელა და მათი მაქსიმალური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები