“ნაძირლები არიან, ვინც ეს გამოაქვეყნა და თქვა” – ხვიბლიანი სასამართლოში ჩივლს აპირებს

“რეგიონულმა კვირამ” ინტერვიუ ჩაწერა ყოფილ მძევალთან დავით ხვიბლიანთან, რომელმაც აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, ის აუცილებლად დააყენებს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს, რომელთაც მას ცილი დასწამეს.

“ჩემს ოჯახსაც მიაყენეს შეურაცხყოფა,მეც მომაყენეს და რაც მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად თავდაცვის სამინისტროს და ჩემს გვერდით მდგომ ყველა ჯარისკაცს მიაყენეს შეურაცხყოფა და არავის, არავის ვაპატიებ”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” დავით ხვიბლიანი.

ხვიბლიანი ასევე აცხადებს, რომ მან ყველანაირი ინფორმაცია მისცა სამართალდამცველებს და მზად არის დამატებითი კითხვების შემთხვევაში პოლიციასთან კვლავ ითანამშრომლოს.

“ჯერჯერობით რაიმე საჩივრისგან თავს ვიკავებ, რადგან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და არ მინდა რამენაირად ხელი შევუშალო გამოძიებას, მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება აუცილებლად მექნება რეაგირება”, – ამბობს ხვიბლიანი.
ყოფილი მძევალი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ დავით ესებუასთან არაფერი აკავშირებს და მას არ იცნობს.

დეტალურად იხილეთ “რეგიონული კვირის” ვიდეო:

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები